понедельник, 30 апреля 2012 г.

თემურ შაშიაშვილის განცხადება ნატოსთან დაკავშირებით






ნატოსთან დაკავშირებით  დაკავშირებით არაერთგზის მითქვამს და ვიმეორებ, ვინც ნატოში შესვლაში ხედავს პანაცეას, ის ისევე ებრძვის  საქართველოს, როგორც ის, ვინც ეწინააღმდეგება  ნატოში შესვლას.
თუ ნატო არ ცვლის თავის კრიტერიუმებს, ანუ ის ამბობს, რომ ქვეყანა მისი წევრი  გახდება თუ ის დემოკრატიულია, პრესა თავისუფალია,  სასამართლო თავისუფალია, მეწარმეა თავისუფალი  თუ ამ კრიტერიუმით მიიღებთ ჩვენს ქვეყანას ჩვენ მომხრე ვართ. მაგრამ  ამ კრიტერიუმების  შესრულება ნიშნავს, რომ  ეს ხელისუფლება არ იქნება  და თუ თქვენ გინდათ ეს ავტორიტარული ხელისუფლებაც და გინდათ  საქართველო ნატოში  -  ასე არ მოხდება.
მე ვხედავ რა დარჩა სააკაშვილს გასაკეთებელი „ნატო-ნატოს“ ძახილით .   ტერიტორიების 20 პროცენტი საქართველოსი აღარაა და, გააქტიურდა სამხრეთ საქართველო. რეალურად ისეა საქმე ,რომ  რუსეთი დაგვასწრებს ნატოში გაწევრიანებას და სწორედ ამ ხელისუფლების ბრალია, რომ ნატოში  არ ვართ აქამდე. ასე რომ ჩვენი პოზიცია ასეთია ნატოს მიმართ, ბატონებო, ჩამოაყალიბეთ თქვენი კრიტერიუმები, მოითხოვეთ დემოკრატია საქართველოში და მაშინ ჩვენ  მივესალმებით ასეთ ნატოს, მაგრამ თქვენ გინდოდეთ ანტიდემოკრატიული და ანტიქართული ხელისუფლება და გინდოდეთ საქართველო ნატოში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე არ ფიქრობთ! ნატოში უნდა გაწევრიანდეს  დემოკრატიული საქართველო .