- მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ მომავალი აქვს იმ ქალაქებს და იმ ქალაქებშია დაცული ხალხი, რომელთაც მიწისქვეშა ქალაქი აქვთ ძლიერი.
- ხელისუფალი,რომელსაც უყვარს ხალხი და ქალაქი, ფიქრობსმიწისქვეშა კომუნიკაციებზე, ხოლო ხელისუფალი,რომელსაც უყვარსსკამი და თანამდებობა-ფიქრობს ფასადებზე
12 მაისს საქართველოს ბუნებრივმა სტიქიამ გადაუარა. განსაკუთრებულად მძიმეა იმის გაფიქრებაც კი, რომ არის ადამიანთა მსხვერპლი-დაღუპულია რამდენიმე ბავშვი. ვითხოვთ დამოუკიდებელ ექსპერტთა შემადგენლობით კომისიის შექმნას ორთაჭალაში მომხდარი ტრაგედიის შესასწავლად. ამასთან გთავაზობთ გთავაზობთ ზოგიერთ მოსაზრებას განსჯისა და განხილვისათვის.
სტიქიასთან დარჩენილი ადამიანი-უსუსურია… ერთადერთს, ვისაც და რასაც შეუძლია სტიქიისაგან ადამიანთა დაცვა ეს არის გონიერებით შექმნილი მიწისქვეშა ქალაქი.
1990 წელს,როცა,როგორც ქალაქის თავი-საბჭოს თავჯმდომარე, ოფიციალური ვიზიტით ვიყავი დიდ ბრიტანეთში, პრემიერ-მინისტრ ტეტჩერის ოფისში მიღებისას კომუნალურ საკითხთა მრჩეველმა მითხრა:”ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტელებმადა ბერძნებმა დაამკვიდრეს ხელისუფალის შეფასების კრიტერიუმი-მათი აზრით,ხელისუფალი,რომელსაც უყვარს ხალხი და ქალაქი, ფიქრობს მიწისქვეშაკომუნიკაციებზე, ხოლო ხელისუფალი,რომელსაც უყვარს სკამი დათანამდებობა-ფიქრობს ფასადებზე“.
ეს ლონდონში მითხრეს. იმ ქალაქში, რომელიც მსოფლიოს აკვირვებს ნალექების სიუხვით და მასთან დაკავშირებული სტიქიებით, მაგრამ ყველაფერი უმსხვერპლოდ მთავრდება, რადგან მიწისქვეშა ლონდონია ძლიერი და იცავს ხალხსაც, მიწისზედა ლონდონსაც.
შორს წასვლა არ გვინდა,ნახეთ ბაგრატის ტაძარზე,ჯერ კიდევ ლეონ მეფისდროს გაკეთებული უნიკალური საკანალიზაციო და წყლის სისტემები.
ფასადები თუ მიწისქვეშა კომუნიკაციები-ეს არის მართვის ორი სხვადასხვაფილოსოფოსია: პირველი-დამანგრეველი, მაგრამ სკამზე ორიენტირებული,მეორე-მომავალზე და ხალხზე ორიენტირებული.
ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის საქართველოს ფიარისა და ფასადების ხელისუფლება მართავს. ამას არც ხელისუფლება მალავს. ჯერ კიდევ 2003 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, ნაციონალების მთავარი ეკონომიკური და სოციალური იდეოლოგი, რომან გოცირიძე როგორი თავგამოდებით საუბრობდა ფასადური პოლიტიკის ენით ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ლუბა ელიაშვილის საავტორო გადაცემაში. კლდიაშვილების ცნობილი ოჯახიდან ტელეფონით ჩავერთე და ამ ფასადურ პროგრამას დამღუპველი და დამანგრეველი ვუწოდე, რომ ეს არის ხალხის მოტყუების და „ფოჩიანი კანფეტებით“ ხალხის მოსყიდვის პოლიტიკა, ვთქვი, რომ ფასადური პოლიტიკა მედროვეთა პოლიტიკაა – ორიენტირებული დღევანდელზე და არა ხვალინდელზე.
სააკაშვილის ფასადური პოლიტიკის გვირგვინი იყო და არის მის მიერ ბოლო პერიოდში წარმოთქმული მოსაზრებები. განსაკუთრებულად კი ის, რაც მან ქუთაისში თქვა : ქუთაისი იყო წარსულის ქალაქი, და ჩვენ ვაქციეთ მომავლის ქალაქადო. ძნელია მსოფლიოში მოიძებნოს მეორე ქალაქი, რომელსაც ისეთი წარსული აქვს, როგორც ქუთაისს და უბედურება იმაშია, რომ ქალაქი, რომლის მომავალი რეალურად მის სტუდენტურ და ბიზნესის ქალაქად გადაქცევასთან არის დაკავშირებული, სააკაშვილისათვის შეღებილი ფასადების და მის საპარლამენტო ქალაქად გადაქცევასთან არის დაკავშირებული.
მიხეილ სააკაშვილი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, მისი ქუთაისში ყოველი გამოჩენისას მაკრიტიკებს მე და ტრაბახობს შეღებილი ქუთაისით, დავით აღმაშენებლის მოედნიდან გატანილი დიდი მეფის ძეგლით და იქ გაშენებული შადრევანით, დავით აღმაშენებლის პროსპექტზე ხეხილის ხეების ამოძირკვით და მათ ადგილზე პალმების გაშენებით და დიდი მეფის პროსპექტზე ველოტრეკის გაყვანით.
მე, როგორც ქალაქის ყოფილი მერი, ვამაყობ იმით, რომ დავით აღმაშენებლის მოედანზე დაიდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა ახალგაყვანილ უნიკალურ პროსპექტს და ამ პროსპექტზე დიდი მწერლის, ოტია იოსელიანის თავკაცობით დაირგო სწორედ ის ხეები, რომლებიც დიდი მეფის ბაღში ხარობდა მის სიცოცხლეშივე. ვამაყობ იმით, რომ ჩემი ხელმძღვანელობის დროს აშენდა საკანალიზაციო კოლექტორი, ფარცანაყანებიდან გამოყვანილ იქნა საქართველოში იმ დროისათვის ყველაზე გრძელი წყალასდენი, წერტილი დაესვა გარეცხილი რიონის წყალით ქალაქელთა წყალმომარაგებას და ქუთაისს აქვს საქართველოში საუკეთესო სასმელი წყალი.
კიდევ ერთი ქუთაისთან დაკავშირებით: მიხეილ სააკაშვილი, როგორც „მოქკავშირის“ გენერალური მდივანი, მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ქუთაისთან და იმერეთთან დაკავშირებულ ჩემს ინიციატივებს. როგორ შეიძლება ქუთაისში მასწავლებლებს და კულტურის მუშაკებს ჰქონდეთ უფრო მეტი ხელფასი, ვიდრე დანარჩენ საქართველოშიო – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობით „მოქკავშირმა“ . ჩემს ეკონომიკურ და საფინანსო-საბიუჯეტო პროგრამას, წარდგენილს 2000 წლის თებერვალში პარლამენტში წინ დაუდგა, როგორც იუსტიციის მინისტრი. პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილ პროგრამას, რომელიც 10 მილიონი ლარის გამოყოფის შემთხვევაში მთელი ქალაქისათვის სახის შეცვლას – შეეწინააღმდეგა როგორც „მოქკავშირის“ ლიდერი და იუსტიციის მინისტრი. ის, რის გაკეთებასაც 10 მილიონით ვაპირებდი, მინიმუმ ორჯერ მეტია, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის დროს 100 მილიონზე მეტის დახარჯვის პირობებში მოხდა. დასკვნა მკითხველმა გააკეთოს. მზად ვარ, ჩემი ყველა ნათქვამი დავიცვა საჯარო შეხვედრაზე მისი მონაწილეობით, სწორედ ქუთაისში.
ქვეყანას დიდი მომავალი აქვს იმიტომ, რომ დღეს საბედნიეროდ საქართველოში ბევრია პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლებისაგან სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის პოლიტიკა და პროგრამები აქვთ. ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული.
სამწუხაროა,რომ ხშირად ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს მედროვე დაფასადების ხელისუფლება და ნაკლებად უჭერენ მხარს მომავალზე ორიეტირებულპოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს. ეს ტრაგიკული რეალობაა -ტრაგიკულიშედეგებით.
მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მოაზროვნე ადამიანისათვის საკამათო არ არის, რომ ფასადური და ფიარის პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული ფაშიზმთან. უფრო მეტიც, ფასადური პოლიტიკა არის ფაშიზმის არათუ თანმდევი, არამედ მისი მთავარი საყრდენი. სამწუხაროდ, ბევრი ჯერ ამას ვერ ხედავს, თუნდაც იმის გამო, რომ ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებს საწყის ეტაპზეაქვს მიმზიდველობა – დაწყებული საჩვენებელი დაჭერებით, ჯარის და პოლიციისგაძლიერებით, ფასადების შეღებვით, შადრევნების კეთებით, გზების დაგებით,ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით და სოციალური დემაგოგიითდამთავრებული.
ეს მსოფლიო ისტორიული გამოცდილებაა.
წარმოუდგენლად დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ოქტომბრის რევოლუციას რუსეთში,ფაშიზმს – გერმანიასა, იტალიასა და ესპანეთში. პოლიციურ რეჟიმს –ბელორუსიასა და თურქმენეთში; გზების დაგებას, შადრევნებს, ფასადებისშეღებვას – დიქტატორული რეჟიმის თითქმის ყველა ქვეყანაში.
გავიხსენოთ გენიალური რეჟისორის თენგიზ აბულაძის “მონანიება”, თუნდაც ის სურათი, როცა შადრევნების ფონზე ემოციურად მოლაპარაკე ვარლამ არავიძე ამბობს: “ჩვენშევქმნით სამოთხეს ამ ქალაქში”. ეს სიტყვები რეპრესიების წლებში ითქვა. ხალხისამოთხის მოლოდინით ტკბებოდა, აქებდა და ადიდებდა იმ მთავრობას, რომელიცციხეებს ავსებდა მოაზროვნე ადამიანებით.
ეს სხვისი კი არა, სამწუხაროდ, ჩვენი წარსულია.
თუნდაც 70-იან წლებში ედუარდ შევარდნაძისადმი მხარდაჭერა გავიხსენოთ.ისიც ღებავდა, ალამაზებდა თბილისს, გზებს აგებდა, შადრევნებს ხსნიდა, ძველუბნებს ახალ სიცოცხლეს აძლევდა, თუნდაც იმაში გვარწმუნებდა რომ ებრძოდაკორუფციას, ამყარებდა წესრიგს, ისიც იჭერდა, ქონებას ართმევდა, ციხეებსავსებდა – “კმაყოფილი” ხალხი ტაშს უკრავდა.
ყოველივე ამაზე ეხლა გვეცინება, – თურმე როგორ ვტყუვდებოდით.
სამწუხაროდ, წარსულის შეცდომებს მხოლოდ მომავალში ვაღიარებთ დავგმობთ.
ჩემი პოზიციის გამომხატველ ამ წერილს ვამთავრებ ძალიან დამაფიქრებელი იმ გამოცდილებაზე ხაზგასმით, რომელიც კაცობრიობას გააჩნია: ჯერ კიდევ ჩვენსწელთაღრიცხვამდე ეგვიპტელებმა და ბერძნებმა დაამკვიდრეს ხელისუფალისშეფასების კრიტერიუმი-მათი აზრით, ხელისუფალი,რომელსაც უყვარს ხალხი დაქალაქი, ფიქრობს მიწისქვეშა კომუნიკაციებზე, ხოლო ხელისუფალი,რომელსაცუყვარს სკამი და თანამდებობა-ფიქრობს ფასადებზე.
დიდი ნათქვამია. ჩვენც დავფიქრდეთ და სწორად შევხედოთ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი საქართველოს მომავალს.
ჩემი აზრით, დაფიქრება კიდევ ერთ რამეზე გვჭირდება.
საშინელი სტიქია მთელ საქართველოში ანდრია პირველწოდებულის ხსენებისდღეს მოხდა-იმ მოციქულის, რომელიც საქართველოში ქრისტიანობისსათავეებთან დგას, რომელმაც მოციქულ სვიმონ კანანელთან ერთად პირველისაუკუნის 30-იან წლებში რკინის ჯვარი შემოიტანა საქართველოში ხარაგაულშიერთ-ერთ მთაზე აღმართა.
თეიმურაზ შაშიაშვილი
2012 წლის 13 მაისი