“მხილების მუზეუმი


დღეს ქვეყანას სჭირდება სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის პოლიტიკური ძალა



კრიტიკულადაც რომ არ შევხედოთ პრეზიდენტის გამოსვლებს,მიუხედავდ იმისა რომ დიდი ხანია ერთი სიმართლეც კი არ წამოცდენია და დავიჯეროთ მისი ტყუილები,ჩავთვალოთ ,რომ რასაც ამბობენ გააკეთეს,ვთქვათ რომ პრეზიდენტი, “ნაცმოძრაობა“, ხელისუფლება საერთოდ, მუშაობენ მათი შესაძლებლობის მაქსიმუმზე- ესეც კი ქვეყნისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური ძალა, ხელისუფლება, რომელიც იმუშავებს არა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმზე, არამედ ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმით სრულად>>>


ქვეყანაში ყვავის ელიტური კორუფცია


პრეზიდენტი, ხელისუფლება ამკვიდრებენ აზრს, რომ ქვეყანაში კორუფცია დაამარცხეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველო
პირველ ადგილზეა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
რეალური სურათი
ქვეყანაში ყვავის ელიტური კორუფცია. „მოქკავშირ – აღორძინების“ მემკვიდრე დღევანდელმა ხელისუფლებამ დააკანონა რამდენჯერმე გაზრდილი მოქკავშირის დროინდელი კორუფცია, ანუ კონკრეტული ადამიანი დღეს ოფიციალურად იხდის იმაზე გაცილებით მეტს, რასაც ადრე ქრთამის სახით აძლევდა მოძრაობის წესების დარღვევის, პასპორტის მიღების,სამედიცინო მომსახურების,განათლების მიღების,სხვადასხვა სახის ცნობის აღების და ა.შ დროს. სრულად>>>


ქვეყნის 1992-2003 წლების მმართველი ელიტის, ლიდერების მიერ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის, რომელსაც პოლიტიკური ანალიზი.



ეს არის ანალიზი, რომელიც 2004 წლის დასაწყისში გავაკეთე და გამოვაქვეყნე. ხალხმა განსაჯოს, სწორია, თუ არა ჩვენი ანალიზი. დღეს მის გამოქვეყნებას ერთი მიზანი აქვს – ხდება იგივე, რაც ხდებოდა 2002-2003 წლებში: ხელისუფლება , მათი უცხოელი მხარდამჭერებით ქმნიან ძირითადში  ორი  ( „ნაცმოძრაობისა“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ და მათთან მიტმასნილი სატელიტი პარტიების) პოლიტიკური ძალის დაპირისპირების ილუზიას, რითაც ებრძვიან დანარჩენ სხვას და ეს კეთდება იმისათვის, რომ ხელსიუფლებაში კვლავ „მოქკავშირ – აღორძინების“  იდეოლოგიური მემკვიდრეები დარჩნენ. დღევანდელ პარლამენტში პრაქტიკულად სხვა არც არავინ არის.
დავფიქრდეთ,  გონებით, არა ემოციით გავაანალიზოთ შექმნილი მდგომარეობა და ხმაც გონებით მივცეთ. სრულად>>>

Комментариев нет:

Отправить комментарий