ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე
დიდი ქართული
გაზაფხულისათვის!
ვინც კარგ დროს
ელოდება -
ცუდს ახანგრძლივებს
ამ საკითხზე დიდი ხანია
ვფიქრობ და რაც დრო გადის, მით
მეტად ვრწმუნდები,
რომ საქართველოში
ძლიერდება XXI საუკუნის
ფაშიზმი.
ეს განწყობა კიდევ უფრო
გამიძლიერა ეროვნული - „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ წინა და შემდგომმა პერიოდმა.
კრებამდე
სრული იგნორირება, - არაფერი გვათქმევინეს
სახელისუფლებო ტელევიზიებმა და
კრების შემდგომ
კრება მთავარ თემად აქციეს და ჩვენს ნაცვლად დაიწყეს
საუბარი. ხალხს ავიწყებენ საქვეყნო
პრობლემებს და მთელი სატელევიზიო
სივრცე, სახელისუფლებო
პრესა უჭირავს ინტრიგას,
ოპოზიციის ერთმანეთზე
გადაკიდებას. ხალხს ავიწყებენ ხელისუფლებას
და გესლიანი ისარი მიმართეს რეალური
ოპოზიციის წინააღმდეგ.