пятница, 14 декабря 2012 г.

თანამედროვე ფაშიზმი




ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე დიდი ქართული გაზაფხულისათვის!

ვინც კარგ დროს ელოდება - ცუდს ახანგრძლივებს

ამ საკითხზე დიდი ხანია ვფიქროდა რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები, რომ საქართველოში ძლიერდება XXI საუკუნის ფაშიზმი.

ეს განწყობა კიდევ უფრო გამიძლიერა ეროვნული - „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ წინა და შემდგომმა პერიოდმა. კრებამდე სრული იგნორირება,  - არაფერი გვათქმევინეს სახელისუფლებო ტელევიზიებმა და კრების შემდგომ კრება მთავარ თემად აქციეს და ჩვენს ნაცვლად დაიწყეს საუბარი. ხალხს ავიწყებენ საქვეყნო პრობლემებს  და მთელი სატელევიზიო სივრცე, სახელისუფლებო პრესა უჭირავს  ინტრიგას, ოპოზიციის ერთმანეთზე გადაკიდებას. ხალხს ავიწყებენ ხელისუფლებას და გესლიანი ისარი მიმართეს რეალური ოპოზიციის წინააღმდეგ.

пятница, 6 июля 2012 г.

ჩვენ – “თეთრები”. პოზიცია




10 ივლისი 2012

ბრძოლა მამულისათვის


დემოკრატიისათვის


შიმშილის დამარცხებისა და


ღირსეული მომავლისათვის


ეს არის ნაკრები იმ პროგრამული და ანალიტიკური  დოკუმენტებისა, რომელიც დაურიგდათ  ”თეთრების” კონგრესის მონაწილეებს და სტუმრებს

четверг, 5 июля 2012 г.

“თეთრების” ანალიზი ქვეყნის ეკონომიკა პრეზიდენტისა და პოლიტიკოსთა ახლობლების ზეწოლის გარეშე


 

5 ივლისი 2012

 ჩვენი ანალიზით

საბანკო კრედიტის წლიურ პროცენტული განაკვეთი შეიძლება გახდეს———- 7-10%
კვების პროდუქტების ფასები შეიძლება შემცირდეს ——————————-  30-35%-ით


მლიქვნელობის აპოგეა

4 ივლისი 2012


ხალხთან მლიქვნელი – ხალხს ატყუებს, ხალხის ქონებას ყიდის

წლის დასაწყისში ერთ-ერთ სტატიაში ვწერდით 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ ორ ტყუილზე და ყველაზე დიდ ორ აფიორაზე, რომელთა ავტორები მოქკავშირ-აღორძინება -  ნაცმოძრაობის „ ბრწყინვალე გვამები“ გახლდნენ.

суббота, 30 июня 2012 г.


(ალია)თემურ შაშიაშვილი და სოსო ჯაჭვლიანი „ალიას“ „სახალხო კრებაში“ გარჩევის დეტალებს უმხელს.

28 ივნისი 2012
  
„სახალხო კრებას“ 27 ივნისს საკმაოდ სერიოზული შეკრება ჰქონდა. ფაქტობრივად, „სახალხო კრების“ ლიდერებმა თემურ შაშიაშვილს  ბოლო ყვითელი ამოუღეს გააფრთხილეს,. რომ სხვა დროისათვის მსგავსი განცხადებებისაგან თავი შეიკავოს. „სახალხო კრებაში“ ხმაურიანი გარჩევის დეტალებს თავად თემურ შაშიაშვილი გაგვიმხელს.

суббота, 26 мая 2012 г.

„თეთრების“ პოლიტიკური განაცხადი


25 მაისი 2012

საქართველოს არ ექნება მომავალი, თუ მასზე ზრუნვას ჩვენ ყველა ერთად არ გავინაწილებთ.
„სახალხო კრება“ – გზა ძლიერი საქართველოსაკენ

 2011 წლის მაისის მოვლენებმა, 26 მაისმა დაადასტურა ქართული სულის სიძლიერე… დაადასტურა ისიც, რომ საქართველოს ჰყავს ვერაგი ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს იმას, რაც ჩვენი ქვეყნის მტრებშიც კი გაკვირვებას იწვევს.

понедельник, 21 мая 2012 г.

(კვირის ქრონიკა)თემურ შაშიაშვილი: “ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველ ნომრად იქნება ვანო მერაბიშვილი!!”


21 მაისი 2012
ქრონიკას ესაუბრება „თეთრი მოძრაობის“ (თეთრები) ლიდერი – თეიმურაზ შაშიაშვილი.
– ბატონო თემურ, „ქრონიკის“ წინამდებარე ნომერი 21 მაისს, ანუ ზუსტად იმ დღეს გამოდისა, როცა ერთი წელი სრულდება შარშანდელი მაისის აქციების დაწყებიდან. მოგეხსენებათ, მაისის მოვლენები საშინელი ტრაგედიით დასრულდა და ხელისუფლებამ 26 მაისს რუსთაველზე ხალხი დახოცა… დღევანდელი გადასახედიდან როგორ აფასებთ ამ ყველაფერს?

четверг, 17 мая 2012 г.

ეს არის სახალხო{ეროვნული}კრების გზა ძლიერი საქართველოსათვის



21 მაისი 2012
ჩვენ გვინდა რომ ყველას ვუთხრათ: დამთავრდა ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყო სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისათვის. ეს მითუმეტეს საჭიროა დღეს, როდესაც ხელისუფლების მიერ ჯიუტად განხორციელებულმა პოლიტიკამ ქვეყანაში ისევ მღელვარების ატმოსფერო შექმნა.
ჩვენ დავნერგავთ პრინციპს: ქვეყანას მართავს ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი
და ზნეობა.
ჩვენი კრება აღარ იქნება საჭირო მაშინ, როდესაც თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში ეს პრინციპი საბოლოოდ დაინერგება.
დეკლარაცია საქართველოს ეროვნული კრების მოწვევის შესახებ

понедельник, 14 мая 2012 г.

პოზიცია განსჯისა და განხილვისათვის ფასადები, თუ მიწისქვეშა კომუნიკაციები



13 მაისი 2012

  • მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ მომავალი აქვს იმ ქალაქებს და იმ ქალაქებშია დაცული ხალხი, რომელთაც მიწისქვეშა ქალაქი აქვთ ძლიერი.
  • ხელისუფალი,რომელსაც უყვარს ხალხი და ქალაქი, ფიქრობსმიწისქვეშა კომუნიკაციებზე, ხოლო ხელისუფალი,რომელსაც უყვარსსკამი და თანამდებობა-ფიქრობს ფასადებზე 
12 მაისს საქართველოს ბუნებრივმა სტიქიამ გადაუარა.  განსაკუთრებულად მძიმეა იმის გაფიქრებაც კი, რომ არის ადამიანთა მსხვერპლი-დაღუპულია რამდენიმე ბავშვი. ვითხოვთ დამოუკიდებელ ექსპერტთა შემადგენლობით კომისიის შექმნას ორთაჭალაში მომხდარი ტრაგედიის შესასწავლად. ამასთან გთავაზობთ გთავაზობთ ზოგიერთ მოსაზრებას განსჯისა და განხილვისათვის.
სტიქიასთან დარჩენილი ადამიანი-უსუსურია… ერთადერთს, ვისაც და რასაც შეუძლია სტიქიისაგან ადამიანთა დაცვა ეს არის გონიერებით შექმნილი მიწისქვეშა ქალაქი. 
1990 წელს,როცა,როგორც ქალაქის თავი-საბჭოს თავჯმდომარე, ოფიციალური ვიზიტით  ვიყავი დიდ ბრიტანეთში, პრემიერ-მინისტრ ტეტჩერის ოფისში მიღებისას კომუნალურ საკითხთა მრჩეველმა მითხრა:”ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტელებმადა ბერძნებმა დაამკვიდრეს ხელისუფალის შეფასების კრიტერიუმი-მათი აზრით,ხელისუფალი,რომელსაც უყვარს ხალხი და ქალაქი, ფიქრობს მიწისქვეშაკომუნიკაციებზე, ხოლო ხელისუფალი,რომელსაც უყვარს სკამი დათანამდებობა-ფიქრობს ფასადებზე
ეს ლონდონში მითხრეს. იმ ქალაქში, რომელიც  მსოფლიოს აკვირვებს ნალექების სიუხვით და მასთან დაკავშირებული სტიქიებით, მაგრამ ყველაფერი უმსხვერპლოდ მთავრდება, რადგან მიწისქვეშა ლონდონია ძლიერი და იცავს ხალხსაც, მიწისზედა ლონდონსაც.
შორს წასვლა არ გვინდა,ხეთ ბაგრატის ტაძარზე,ჯერ კიდევ ლეონ მეფისდროს გაკეთებული უნიკალური საკანალიზაციო და წყლის სისტემები.

ფასადები თუ მიწისქვეშა კომუნიკაციები-ეს არის მართვის ორი სხვადასხვაფილოსოფოსია: პირველი-დამანგრეველი, მაგრამ სკამზე ორიენტირებული,მეორე-მომავალზე და ხალხზე ორიენტირებული. 
ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის საქართველოს ფიარისა და ფასადების ხელისუფლება მართავს.  ამას არც ხელისუფლება მალავს. ჯერ კიდევ 2003 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, ნაციონალების მთავარი ეკონომიკური და სოციალური იდეოლოგი, რომან გოცირიძე როგორი თავგამოდებით საუბრობდა ფასადური პოლიტიკის ენით ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ლუბა ელიაშვილის საავტორო გადაცემაში. კლდიაშვილების ცნობილი ოჯახიდან ტელეფონით ჩავერთე და ამ ფასადურ პროგრამას დამღუპველი და დამანგრეველი ვუწოდე, რომ ეს არის ხალხის მოტყუების და  „ფოჩიანი კანფეტებით“ ხალხის მოსყიდვის პოლიტიკა, ვთქვი, რომ ფასადური პოლიტიკა მედროვეთა პოლიტიკაა – ორიენტირებული დღევანდელზე და არა ხვალინდელზე.
 სააკაშვილის ფასადური პოლიტიკის გვირგვინი იყო და არის მის მიერ ბოლო პერიოდში წარმოთქმული მოსაზრებები. განსაკუთრებულად კი ის, რაც მან ქუთაისში თქვა : ქუთაისი იყო წარსულის ქალაქი, და ჩვენ ვაქციეთ მომავლის ქალაქადო. ძნელია მსოფლიოში მოიძებნოს მეორე ქალაქი, რომელსაც ისეთი წარსული აქვს, როგორც ქუთაისს და უბედურება იმაშია, რომ ქალაქი, რომლის მომავალი რეალურად მის სტუდენტურ და ბიზნესის ქალაქად გადაქცევასთან არის დაკავშირებული, სააკაშვილისათვის შეღებილი ფასადების და მის საპარლამენტო ქალაქად გადაქცევასთან არის დაკავშირებული. 
მიხეილ სააკაშვილი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, მისი ქუთაისში ყოველი გამოჩენისას მაკრიტიკებს მე და ტრაბახობს შეღებილი ქუთაისით, დავით აღმაშენებლის მოედნიდან გატანილი დიდი მეფის ძეგლით და იქ გაშენებული შადრევანით, დავით აღმაშენებლის პროსპექტზე ხეხილის ხეების ამოძირკვით და მათ ადგილზე პალმების გაშენებით და დიდი მეფის პროსპექტზე ველოტრეკის გაყვანით.
 მე, როგორც ქალაქის ყოფილი მერი, ვამაყობ იმით, რომ დავით აღმაშენებლის მოედანზე დაიდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა ახალგაყვანილ უნიკალურ პროსპექტს და ამ პროსპექტზე დიდი მწერლის, ოტია იოსელიანის თავკაცობით დაირგო სწორედ ის ხეები, რომლებიც დიდი მეფის ბაღში ხარობდა მის სიცოცხლეშივე.  ვამაყობ იმით, რომ ჩემი ხელმძღვანელობის დროს აშენდა საკანალიზაციო კოლექტორი, ფარცანაყანებიდან გამოყვანილ იქნა საქართველოში იმ დროისათვის ყველაზე გრძელი წყალასდენი, წერტილი დაესვა გარეცხილი რიონის წყალით ქალაქელთა წყალმომარაგებას და ქუთაისს აქვს  საქართველოში საუკეთესო სასმელი წყალი.

კიდევ ერთი ქუთაისთან დაკავშირებით: მიხეილ სააკაშვილი, როგორც „მოქკავშირის“ გენერალური მდივანი, მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ქუთაისთან და იმერეთთან დაკავშირებულ ჩემს ინიციატივებს. როგორ შეიძლება ქუთაისში მასწავლებლებს და კულტურის მუშაკებს ჰქონდეთ უფრო მეტი ხელფასი, ვიდრე დანარჩენ საქართველოშიო – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობით „მოქკავშირმა“ . ჩემს ეკონომიკურ და საფინანსო-საბიუჯეტო პროგრამას, წარდგენილს 2000 წლის თებერვალში პარლამენტში წინ დაუდგა,  როგორც იუსტიციის მინისტრი. პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილ პროგრამას, რომელიც 10 მილიონი ლარის გამოყოფის შემთხვევაში მთელი ქალაქისათვის სახის შეცვლას – შეეწინააღმდეგა როგორც „მოქკავშირის“ ლიდერი და იუსტიციის მინისტრი. ის, რის გაკეთებასაც 10 მილიონით ვაპირებდი, მინიმუმ ორჯერ მეტია, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის დროს 100 მილიონზე მეტის დახარჯვის პირობებში მოხდა. დასკვნა მკითხველმა გააკეთოს. მზად ვარ, ჩემი ყველა ნათქვამი დავიცვა საჯარო შეხვედრაზე მისი მონაწილეობით, სწორედ ქუთაისში. 
ქვეყანას დიდი მომავალი აქვს იმიტომ, რომ დღეს საბედნიეროდ საქართველოში ბევრია  პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლებისაგან სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის პოლიტიკა და პროგრამები აქვთ. ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. 
სამწუხაროა,რომ ხშირად ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს მედროვე დაფასადების ხელისუფლება და ნაკებად უჭერენ მხარს მომავალზე ორიეტირებულპოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს. ეს ტრაგიკული რეალობაა -ტრაგიკულიშედეგებით.
მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მოაზროვნე ადამიანისათვის საკამათო არ არის, რომ ფასადური და ფიარის პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული ფაშიზმთან. უფრო მეტიც, ფასადური პოლიტიკა არის ფაშიზმის არათუ თანმდევი, არამედ მისი მთავარი საყრდენი. სამწუხაროდ, ბევრი ჯერ ამას ვერ ხედავს, თუნდაც იმის გამო, რომ ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებს საწყის ეტაპზეაქვს მიმზიდველობა – დაწყებული საჩვენებელი დაჭერებითჯარის და პოლიციისგაძლიერებითფასადების შეღებვითშადრევნების კეთებითგზების დაგებით,ყალბი ეროვნული პათოსითდემოკრატიის თამაშით და სოციალური დემაგოგიითდამთავრებული.
ეს მსოფლიო ისტორიული გამოცდილებაა.
 წარმოუდგენლად დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ოქტომბრის რევოლუციას რუსეთში,ფაშიზმს – გერმანიას, იტალიასა და ესპანეთში. პოლიციურ რეჟიმს –ბელორუსიასა და თურქმენეთში; გზების დაგებასშადრევნებსფასადებისშეღებვას – დიქტატორული რეჟიმის თითქმის ყველა ქვეყანაში.
გავიხსენოთ გენიალური რეჟისორის თენგიზ აბულაძის “მონანიება”, თუნდაც ის სურათი, როცა შადრევნების ფონზე ემოციურად მოლაპარაკე ვარლამ არავიძე ამბობს: “ჩვენშევქმნით სამოთხეს ამ ქალაქში. ეს სიტყვები რეპრესიების წლებში ითქვა. ხალხისამოთხის მოლოდინით ტკბებოდააქებდა და ადიდებდა იმ მთავრობასრომელიცციხეებს ავსებდა მოაზროვნე ადამიანებით. 
ეს სხვისი კი არა, სამწუხაროდჩვენი წარსულია.
თუნდაც 70-იან წლებში ედუარდ შევარდნაძისადმი მხარდაჭერა გავიხსენოთ.ისიც ღებავდაალამაზებდა თბილისსგზებს აგებდაშადრევნებს ხსნიდაძველუბნებს ახალ სიცოცხლეს აძლევდათუნდაც იმაში გვარწმუნებდა რომ ებრძოდაკორუფციასამყარებდა წესრიგსისიც იჭერდაქონებას ართმევდაციხეებსავსებდა – “კმაყოფილი” ხალხი ტაშს უკრავდა.
ყოველივე ამაზე ეხლა გვეცინება, – თურმე როგორ ვტყუვდებოდით.
სამწუხაროდწარსულის შეცდომებს მხოლოდ მომავალში ვაღიარებთ დავგმობთ.
 ჩემი პოზიციის გამომხატველ ამ წერილს ვამთავრებ ძალიან დამაფიქრებელი იმ გამოცდილებაზე ხაზგასმით, რომელიც კაცობრიობას გააჩნია: ჯერ კიდევ ჩვენსწელთაღრიცხვამდე ეგვიპტელებმა და ბერძნებმა დაამკვიდრეს ხელისუფალისშეფასების კრიტერიუმი-მათი აზრით, ხელისუფალი,რომელსაც უყვარს ხალხი დაქალაქი, ფიქრობს მიწისქვეშა კომუნიკაციებზე, ხოლო ხელისუფალი,რომელსაცუყვარს სკამი და თანამდებობა-ფიქრობს ფასადებზე. 
დიდი ნათქვამია. ჩვენც დავფიქრდეთ და სწორად შევხედოთ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი საქართველოს მომავალს. 
ჩემი აზრით, დაფიქრება კიდევ ერთ რამეზე გვჭირდება.
საშინელი სტიქია მთელ საქართველოში ანდრია პირველწოდებულის ხსენებისდღეს მოხდა-იმ მოციქულის, რომელიც საქართველოში ქრისტიანობისსათავეებთან დგას, რომელმაც მოციქულ სვიმონ კანანელთან ერთად პირველისაუკუნის 30-იან წლებში რკინის ჯვარი შემოიტანა საქართველოში ხარაგაულშიერთ-ერთ მთაზე აღმართა.

თეიმურაზ შაშიაშვილი
2012 წლის 13 მაისი