суббота, 30 июня 2012 г.


(ალია)თემურ შაშიაშვილი და სოსო ჯაჭვლიანი „ალიას“ „სახალხო კრებაში“ გარჩევის დეტალებს უმხელს.

28 ივნისი 2012
  
„სახალხო კრებას“ 27 ივნისს საკმაოდ სერიოზული შეკრება ჰქონდა. ფაქტობრივად, „სახალხო კრების“ ლიდერებმა თემურ შაშიაშვილს  ბოლო ყვითელი ამოუღეს გააფრთხილეს,. რომ სხვა დროისათვის მსგავსი განცხადებებისაგან თავი შეიკავოს. „სახალხო კრებაში“ ხმაურიანი გარჩევის დეტალებს თავად თემურ შაშიაშვილი გაგვიმხელს.

- ბატონო თემურ, ჩვენთვის ცნობილია, რომ ნინო ბურჯანაძემ საკმაოდ ბევრი გააკეთა იმისათვის, რათა გაენეიტრალებინა „სახალხო კრებასა“ და თქვენს შორის არსებული უთანხმოება. რეალურად, როგორ დასრულდა თქვენს შორის არსებული წყენა?
- ჩვენს შორის შედგა ძალიან ღია, მართალი  საუბარი. „კრებამ“ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ერთობა შესაძლებელია. ეჭვი მეპარება, რომ ასეთი გულახდილი საუბარი სადმე სხვაგან ყოფილიყო. მე საკმაოდ ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია ვიცი და იშვიათია, რომ ასეთი გულწრფელი საუბარი გაიმართოს. როდესაც ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ, მე ვთქვი და ვადასტურებ, ვინც ლუკა კურტანიძის ფასი არ იცის, ის ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის. მე ვიცი ასევე სოსო ჯაჭვლიანის ფასი, ესენი დიდი ქართველები არიან. ჩემგან გამორიცხულია როდესმე ამ პიროვნებებს დავუპირისპირდე, თუმცა ჩვენ შესაძლოა განსხვავებული პოზიციები გვქონდეს კონკრეტულ საკითხში. ჩვენ ასევე ვართ ერთნი იმ საკითხში, რომ დღეს ბიძინა ივანისვილთან დაპირისპირება დიდი შეცდომა  იქნება, მე ვთქვი, რომ ბატონი ბიძინა არის დიდი შანსი საქართველოსთვის, ბატონ ლუკასა და სოსოს მიაჩნიათ, რომ მისი შემოთავაზება მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით დიდი წინადადებაა, რომ გაკეთდეს სია და მივცეთ რეკომენდაცია. მე ვთვლი, ეს არ არის ცუდი წინადადება, თუმცა ჩემი აზრია, რომ ამას სჭირდება განხილვა, მაგრამ თუ მე მაქვს განსხვავებული მოსაზრება, ვამბობ, რომ  მნიშვნელოვნად მიმაჩნია, შეიქმნას ახალი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაუჭერს მხარს. ახალი ერთობის შექმნა არ ნიშნავს ბატონ ბიძინასთან დაპირისპირებას, იქნებ დღეს ეს არის  დიდი ქართული წინადადება. ამ ინიციატივას, რასაც ჰქვია ახალი ქართული ერთობა, არ უნდა აღუდგეს წინ არც ბატონი ბიძინა და არც სხვა სუბიექტები. ვისაც ბატონი ბიძინასათვის ხმის მიცემა უნდა, იმას ვერავინ გადააფიქრებინებს, ვისაც არ უნდა ხმა მისცეს დღეს არც ბიძინა ივანიშვილს არც ხელისუფლებას, ის ელექტორატი დღეს სერიოზულად საფიქრალია და მათ პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. ეს იქნება დაახლოებით  20 პროცენტი ხმებისა, რომელიც შეიძლება ამ ქართულმა ერთობამ მიიღოს. აი, ამ საკითხში „სახალხო კრების“ წევრებისაგან განსხვავებული აზრი მაქვს.
- იყო თუ არა ეს ერთგვარად ყვითელი ბარათის ჩვენება, გაფრთხილება., რომ სასურველია, თანამებრძოლებს საჯარო განხილვა არ მიუძღვნიათ. „ფაქტობრივად „სახალხო კრება“ აპირებდა თქვენგან გამიჯვნას, თუკი არგუმენტირებულად არ მოხდებოდა თემის განხილვა.
- გაფრთხილებას ამას ვერ დავარქმევ, ჩვენ ვართ ერთი დიდი გუნდი განსხვავებულ აზრთა ერთობა – „სახალხო კრება“, ვიმეორებ, იმაზე მეტ პატივს ვცემ ბატონ სოსოს და ბატონ ლუკას, ვიდრე ეს მათ წარმოუდგენიათ. მე ვიდექი 26 მაისს მათ გვერდზე, „მამაო ჩვენოს“ ვკითხულობდი, ტყვია არ მომკლებია და ნინო ბურჯანაძის დეიდაშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, გაგიყვანთო მაგრამ მე ვუპასუხე, – მირჩევნია ბრძოლაში დავეცე, ვიდრე ამას შევეგუო მეთქი. ასეთი განწყობა აქვს ლუკა კურტანიძეს, სოსო ჯაჭვლიანს, ნონა გაფრინდაშვილს „კრების“ სათავეში. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ამ ადამიანების გვერდში დგომა, თუ ვინმეს ჩემგან რაიმე ეწყინა, კიდევ ერთხელ თქვენი გაზეთით ბოდიშს ვუხდი. მეც შეიძლება მეწყინა ზოგიერთი რამ, მაგრამ ანალოგიურს არ ვითხოვ. დღეს პირადი ანგარიშსწორების დრო არ არის. დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას…ქვეყანა სამოქალაქო ომის პირისპირ დგას, დღეს ნამდვილად არ არის იმის დრო, ერთმანეთს დავუპირისპირდეთ.
ხელისუფლებას ქვეყანა დაპირისპირებისკენ მიყავს, დღეს დიდი ჭკუაა საჭირო, არ აირიოს ქვეყანა, მაგრამ დიდი ჭკუაა საჭირო,, ახლა არჩევნები მოიგო. ახლა საჭიროა ერთიანი ეროვნული ფრონტი ამ ვერაგი ხელისუფლების წინააღმდეგ.
- დაბოლოს, რა კონსენსუსამდე მიხვედით?
- მიუხედავად იმისა, რომ არ მიმაჩნია კრებიდან ათმა პიროვნებამ იყაროს კენჭი, მიმაჩნია, რომ კრებამ ყოველგვარი კანდიდატების წარდგინების გარეშე უფრო უკეთესია, ბიძინა ივანიშვილს დაუჭიროს მხარი. ასე რომ , ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება არის ის, რომ შეიქმნას ერთობა, რომელზეც მე ზემოთ  ვისაუბრე. მიუხედავად იმისა, რომ მითხრეს, ამას ხმამაღლა ნუ ამბობო, ბოდიშს მოვუხდი ყველას  და ვიტყვი – მართალია, „კრებაში“ ჩემი აზრი განსხვავებულია, მაგრამ მინდა ისეთი პოლიტიკური ერთობა შეიქმნას, რომელიც არ დაუპირისპირდება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ იბრძოლებს იმისთვის,რ ომ რაც შეიძლება მეტი დეპუტატი შეიყვანოს და ხალხი დაარწმუნოს, რომ პორფესიონალები ჰყავს სიაში.


„სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი – სოსო ჯაჭვლიანი თემურ შაშიაშვილთან შეხვედრის დეტალებზე გვესაუბრება
– „სახალხო კრება“ თემურ შაშიაშვილის გარიცხვას აპირებდა, თუმცა, როგორც შაშიაშვილმა განგვიცხადა, შეკრებაზე ყველაფერი გაირკვა და თქვენ კვლავ თანამებრძოლებად რჩებით.
- გაზეთ „ალიას“ საშუალებით თემურ შაშიაშვილმა ბოდიში მოიხადა. მან განაცხადა, რომ ჩვენი მისამართით არ უსაუბრია, როცა ის საუბრობდა, რატომ არ უნდა იყვნენ სპორტსმენები, მწერლები და სპორტსმენები, მწერლები, მსახიობები პარლამენტის წევრები. შეკრებაზე მან კვლავ აგვიხსნა, რას გულისხმობდა, თუ მე მოჭიდავეებს შევეხე, ასე მეც მოჭიდავე ვიყავიო. მე მიმაჩნია, რომ თუ თანამებრძოლები ვართ, ბოლომდე უნდა ვიყოთ თანამებრძოლები. ჩემმა წინაპარმა ასეთი ანდერძი დამიტოვა, არ გაუკეთო ის სხვას, რაც შენ გეწყინებაო. ჩემთვის განმსაზღვრელი არის მორალი. მორალურად  უნდა ვიყოთ ერთმანეთთან მართლები. რაც მოხდა, გავარკვიეთ ბატონ თემურთან ყველაფერი. საერთოდ, პოლიტიკოსებს სჩვევიათ – ერთს ლაპარაკობენ, მეორეს ფიქრობენ, მესამეს აკეთებენ. მიმაჩნია, ხალხს არ უნდა ეღლაბუცო. ხალხს უნდა უთხრა სიმართლე, ჯერ შენ უნდა იყო კეთილსინდისიერი და მერე საამური გახდება ცხოვრება, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დავარქვათ ყველაფერს სათქმელი, რა თქმა უნდა, პარლამენტში უნდა იყვნენ იურისტები, სოციოლოგები, ეკონომისტები, კანონი კარგად უნდა დაწერონ, მაგრამ კანონის დამტკიცებას სწორედ სჭირდება მორალური ადამიანები, ვინც თავისი განვლილი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ისინი არიან ნამდვილი პატრიოტები. დღეს სხვა რეალობაა, აუცილებელია მორალური ადამიანების შესვლა პარლამენტში, აღვირახსნილებმა ჩააგდეს ქვეყანა ამ დღეში. ხალხს რად უნდა მათი განათლება, თუ ქვეყნისთვის ისეთი კანონები მიიღეს, რომელიც ხალხისთვის დამღუპველია. განათლებული, გათახსირებული და აღვირახსნილი არ გინახავს? ამიტომ ჩვენი კუთხიდან ვლაპარაკობთ. მაჟორიტარების საკითხი  კრებამ მოიწონა, ბატონმა ბიძინამ ეს შემოთავაზება რაც გააკეთა, ჩვენთვის საამაყოა.
- ჩვენთვის ცნობილია, რომ დაახლოებით ათი მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს „სახალხო კრება“ ვინ არის კონკრეტულად შერჩეული?
-  კონკრეტულ გვარ-სახელებს ორ დღეში წარმოგიდგენთ.თუმცა დეტალებისაგან ეხლა თავს შევიკავებ, მთავარია, ჩვენი მხრიდან მზაობაა, და ამ საკითხებზე შევთანხმდეთ.
არჩევნებზე ვისი სახელით გახვალთ?
-     ჩვენ ვიქნებით „სახალხო კრებიდან“ წარდგენილები და რა თქმა უნდა ვიქნებით „ოცნების“ მხარდამჭერი… ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ის გვაძლევს თავისუფლებას, ასე რომ ჩვენ „სახალხო კრებიდან“ წარვადგენთ კანდიდატებს და თუ მისაღები იქნება „ოცნებისათვის“ , შემდეგ უკვე კონსულტაციები ამაზე გვექნება.


ესაუბრა ნინო სამხარაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий