среда, 2 мая 2012 г.

ქალაქში მკვლელი დადის და იგი პრეზიდენტია“



2 მაისი 2012

ღმერთი არ გვაპატიებს, რომ ეს  სიმართლე არ გავაცნოთ საქართველოს მოსახლეობას.

2 მაისს ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე  ხუბულოვის  მკვლელობის 6 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის კორტებთან გამართულ სოლიდარობის აქციაზე   „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა  შეფასება გაუკეთა ფილმს „ქალაქში მკვლელია“.
„ეს ფილმი ძნელია საყურებლად, მაგრამ ის  მაინც ყველამ უნდა ნახოს საქართველოში და უნდა ნახონ ჩვენმა მეგობრებმა უცხოეთში, მივმართავ   პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლებს რათა ჩვენ ყველამ ერთად  ეს შევძლოთ  6 მაისიდან 23 ნოემბრამდე.“
თემურ შაშიაშვილი თვლის, რომ  ფილმი აუცილებლად უნდა აჩვენონ სახელისუფლებო ტელეარხებმა: „რუსთავი -2“-მა, „იმედმა“, „1 არხმა“. მხოლოდ ამის შემდგომ შეძლებს ხალხი სწორი დასკვნის გაკეთებას.
„ფილმი „ქალაქში მკვლელია“ ადასტურებს, რომ ქვეყანას მართავს სისხლიანი ხელისუფლება, რომ ქალაქში მკვლელი დადის და ის პრეზიდენტია, რადგან   მისი მითითებით არათუ  იძიებენ პოლიციელების  მიერ  150 ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტებს, არამედ აწინაურებენ მკვლელებს. , – ამბობს თემურ შაშიაშვილი და თვლის, რომ რეალური ოპოზიცია  პრაქტიკულ ქმედებებზე უნდა გადავიდეს. მისი აზრით არჩევნების არჩევნებამდე მოგება ეს არის ამ ხელსიუფლების მხილება და ხალხთან სიმართლით მისვლა.  ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  სწორედ ამ ფილმის ჩვენება იქნება, რადგან მხილება ხალხისთვის სრული ინფორმაციის მიწოდების გარეშე თავისთავად პოლიტიკაში წაგებას ნიშნავს.
„ის რომ ფილმს  არ აჩვენებენ  სახელისუფლებო არხები  უკვე ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ეშინია სიმართლის და ჩვენი ვალია სოფელ-სოფელ,  ქალაქ-ქალაქ ვიაროთ,  ხალხს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია და გავაცნოთ ეს ფილმი.
მადლობას ვუხდით  ფილმის შემოქმედებით ჯგუფს სიმართლის ასე მაღალ დონეზე, დაუფარავად ჩვენებისთვის.
„ჩვენ ღმერთი არ გვაპატიებს, რომ  ეს სიმართლე არ გავაცნოთ საქართველოს მოსახლეობას“  - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий