11 მაისი 2012
2007 წლის 12 ივნისს „თავისუფალი აზრის დარბაზში“ შეკრებილ ექსპერტებს წარვუდგინე ბრიტანულ “გარდიანში” გამოქვეყნებული ფაშიზმისაკენ სვლის 10პუნქტი, რომელიც შედგენილია ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტების მიერ. ისინი თვლიან, რომ ხელისუფლება, რომელიც ამ პუნქტების მიხედვით მოქმედებს, საკუთარ ქვეყანაში ამყარებს დიქტატურას, ქვეყანა მიყავს ფაშიზმის გზით.
21-ე საუკუნის ფაშიზმის სახეა მოცემული ამ ათ პუნქტში. ისე როგორც ბევრს, მეც ოდნავ არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ეს იყო საქართველოს ხელისუფლების სამოქმედო დოქტრინა.
ხუთი წელი გავიდა ჩემს მიერ გაკეთებული დასკვნიდან. ეჭვი მეპარება არსებობდეს ერთი მოაზროვნე ადამიანიც კი, რომელიც დღეს იგივეს არ იტყვის.
ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ ამ ათ პუნქტს.
პირველი: შექმენით შიდა და საგარეო მტრის შემაშინებელი სახე;
მეორე: ააშენეთ ციხეები – გულაგის მსგავსი – აუტანელი პირობებით;
მესამე: შექმენით ხალხის შესაშინებლად საკუთარი მოიერიშე ბრიგადები;
მეოთხე: მოახდინეთ მოქალაქეებზე თვალთვალი;
მეხუთე: მოსვენება არ მისცეთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;
მეექვსე: მოაწყვეთ თვითნებური დაჭერები და გათავისუფლებები;
მეშვიდე: შეაშინეთ ინტელიგენცია, მოაზროვნე ადამიანები;
მერვე: დააწესეთ კონტროლი მედიის საშუალებებზე, განსაკუთრებით ტელევიზიაზე;
მეცხრე: სხვანაირად აზროვნება აქციეთ სამშობლოს ღალატის სინონიმად;
მეათე: მთელ ძალაუფლებას საკუთარ ხელში მოუყარეთ თავი.
Комментариев нет:
Отправить комментарий