вторник, 8 мая 2012 г.

საგანგაშო ინფორმაცია



8 მაისი 2012
„თეთრების“ პრეს-ცენტრმა საგანგაშო შეტყობინება მიიღო აჭარაში ჩვენი წარმომადგენლისგან. წერილში ნათქვამია.
რამოდენიმე  წლის წინ,   ,,მეზობლები,,   (თურქეთი) კერძო საუბრებში  არ მალავდნენ,  რომ 200 მილიონად (მაშინ ეს ბევრად დიდი თანხა იყო)  ,, იყიდეს,,    გარეჯის კომპლექსი. ლაპარაკობნენ ომზე.   აჭარის  თურქებისთვის    დაბრუნებაზე,    დედაქალაქის გადატანაზე, (რომელიც დაიწყებოდა  თბილისის   დამაარსებლის ძეგლის ,,ჩამოგდებით,, – ალბათ, აღმაშენებელი და გორგასალი აერიათ).    მაშინ ეს ყველაერი იქ დამსწრე ქართველებმა მათ საოცნებო ბოდვად ჩათვალეს.   ეს ყველაფერი საშინელი სიზუსტით ახდა.
ჩვენი წარმომადგენლის ინფორმაციით
შემდეგი პუნქტი თბილისისთვის  სახელის  შეცვლაა (თბილისი ძალიან ქართულად ჟღერს).  ეს საშინელება მთელი სერიოზულობით გამახსენდა ამ დღეებში თბილისის ,,კავკასიურ მნიშვნელობაზე,,  რომ ისაუბრა . ,, მათაც,, ასე თქვეს:  თბილისი გაიყოფა ,, თათრულ,, . სომხურ და საერთოკავკასიურ ნაწილებად.   სასწრაფოდ  გააგზავნეთ ვინმე ორთაჭალის სადგურში, იქ   თითოეულ ფანჯარასა და კარზე მხოლოდ თურქული დროშები ფრიალებს.
ინფორმაცია მართლაც საგანგაშოა, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მდგომარეობა იმაზე გაცილებით უარესადაა, ვიდრე წარმოგვიდგენია და განფაშის ზარების ჩამოსაკვრელი!

Комментариев нет:

Отправить комментарий