вторник, 8 мая 2012 г.

ნაციონალური საგიჟეთი



7 მაისი 2012
გთხოვთ, წაიკითხოთ და დარწმუნებული ვართ სათაურში დაგვეთანხმებით.
მიხეილ სააკაშვილი: 10 საუკუნე დავით აღმაშენებლამდე და 10 საუკუნე მის შემდეგ. არავის უნახავს ამ დონის კონსოლიდირებული წინსვლა
(სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი”)
10 საუკუნე დავით აღმაშენებლამდე და 10 საუკუნე მის შემდეგ, არავის უნახავს ამ დონის კონსოლიდირებული წინსვლა, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გორში, ქართული პოლიციის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, “ჩვენ მოვახერხეთ თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა”.
“ეს არის დღევანდელი ეპოქის, დღეს მცხოვრები თაობების ის იტორიული დამსახურება, რომელიც დარჩება შემდეგი ათი საუკუნის განმავლობაში, როგორც დღემდე შემორჩა ჩვენს ისტორიას, რომ დავით აღმაშენებელმა შეძლო ზუსტად იგივეს გაკეთება ათი საუკუნისწინანდელ საქართველოში. 10 საუკუნე დავით აღმაშენებლამდე და 10 საუკუნე მის შემდეგ არ უნახია არავის ამ დონის კონსოლიდირებული წინსვლა ყველაზე რეკორდულად მოკლე დროში. აი ეს არის გამაოგნებელი. ამიტომ არის, რომ შემოგვყურებენ კავკასიის ხალხები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.“
დააკვირდით, რას ამბობს სააკაშვილი: „დავით აღმაშენებელმა შეძლო ზუსტად იგივეს გაკეთება ათი საუკუნისწინანდელ საქართველოში.“ – ამაზე მეტი საგიჟეთი გინახავთ?  ანუ, დავით აღმაშენებელს ათი საუკუნის წინ „მიუბაძავს“ სააკაშვილისთვის!
პირდაპირ ვთქვათ, ყველანი დამნაშავე ვართ, ვინც ასეთი აზროვნების პრეზიდენტს და ხელისუფლებას ვითმენთ. პირდაპირ ვთქვათ, სერიოზული ოპოზიციის პირობებში ქვეყანას ასეთი პრეზიდენტი და ხელისუფლება არ ეყოლებოდა.
რეალურ ოპოზიციაში უნდა დამთავრდეს ქიშპობა ერთმანეთში და გადავიდეთ რეალურ ქმედებებზე-ხალხიც დადგება ისე,როგორც ეკადრება რეალურ ბრძოლას საქართველოსთვის…
დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიმეგობროთ საქართველოსათვის…დავამთავროთ საქართველოში “ნაციონალების”საგიჟეთი!

თემურ შაშიაშვილი
2012 წლის 7 მაისი

Комментариев нет:

Отправить комментарий