1ღმერთმა ქნას, 6 მაისის გიორგობა გავანთავისუფლოთ პოლიციისაგან და 23 ნოემბრის გიორგობა ვარდოსნურისაგან.
ღმერთმა ქნას, პოლიტიკოსებს წაგვერთვას ერთმანეთში ქიშპობის მომძლავრებული და დამანგრეველი ნიჭი, გვესწავლოს ერთად დგომა საქართველოსათვის!
ღმერთმა ქნას, 6 მაისიდან-23 ნოემბრამდე, გიორგობიდან-გიორგობამდე გადავდგათ რეალური ნაბიჯები საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისათვის,საქართველოში ისეთი ხელისუფლების არჩევისათვის,რომელიც ხალხს მოემსახურება, იბრძოლებს ქვეყნაში ნიჭის ძალაუფლებისათვის და, რაც მთავარია, რომელსაც ექნება ქართული ცნობიერება და სურვილი ქვეყანა მართოს არა გარედან თავსმოხვეული დოგმებით, არამედ ერის ბუნებიდან გამომდინარე...
ღმერთო, საქართველოს უმრავლე შურსა და მტრობაზე ამაღლებული პოლიტიკოსები....პოლიტიკოსები,რომლებიც ქვეყნის გარედან არ იმართებიან...პოლიტიკოსები,რომლებიც კი არ ყოფენ ხალხს და ქვეყანას,არამედ აერთებენ,სიყვარულს აძლიერებენ ხალხში და ქვეყანაში!
თემურ შაშიაშვილი
2012 წლის 6 მაისი

Комментариев нет:
Отправить комментарий