9 მაისი 2012
(პრეს-რელიზი)
ვულოცავთ სამამულო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავს.
პოლიტიკური მოძრაობა „თეთრებმა“ მონაწილეობა მიიღეს ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
9 მაისს, დღის 11:00 საათზე „თეთრების“ წევრებმა ყვავილებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ვეტერანების წინაშე გამოსვლისას პარტიის ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა მადლიერებით მოიხსენია სამამულო ომის მონაწილენი, მათი ოჯახის წევრები და შთამომავლები, რომლებიც უფრთხილდებიან მათი წინაპრების ამ დიდ მონაპოვარს. მან გულისტკივილით თქვა, რომ საქართველოში ომის ვეტერანებისადმი ყველაზე ცუდი დამოკიდებულებაა მთელს პოსტსაბჭოტა სივრცეში, რომ გერმანიაშიც კი გაცილებით მეტი პატივით ეკიდებიან ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლთ, ვიდრე საქართველოში.
„ თუმცა, – აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა – გასაკვირი არაფერია, რადგან საქართველოში გვაქვს 21-ე საუკინის ფაშიზმის ნაირსახეობა, თუ ჰიტლერული კოალიციის ფაშიზმი თავისი არსებით ნაციონალური იყო, არიული რასის უპირატესობას ქადაგებდა და იბრძოდა გერმანელთა მსოფლიო ბატონობისათვის, საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალის ფაშიზმი ებრძვის ქართულ ცნობიერებას, ქართულ სახელმწიფოებრიობას.“
მისი აზრით, დღეს ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ დავამარცხოთ 21-ე საუკუნის ქართული ფაშიზმი. მისი თქმით, 6 მაისიდან- 23 ნოემბრამდე, გიორგობიდან – გიორგობამდე ეს არის დრო, როცა ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა ან ამარცხებს ფაშიზმს, ან ემონება მას… ეს არის დრო, როცა უნდა გადაწყდეს: საქართველო არის კორპორაცია, როგორც დღეს ამ კურსს ადგას დღევანდელი ხელისუფლება, თუ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, როგორც ეს უნდა საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს
დღესვე, „თეთრების“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ხასიას ხელმძღვანელობით წარმომადგენლობითი ჯგუფი ესტუმრა საქართველოში აკრედიტებულ ყველა საელჩოს და საცხრამაისო მილოცვასთან ერთად გადასცეს წიგნი „დაუჯერებელი სინამდვილე“, რომელიც საქართველოს დიად გამარჯვებათა აღსანიშნავად აგებულ, „ქართული ბიბლიად” და “ფილოსოფიურ ტრაქტატად“ წოდებულ მერაბ ბერძენიშვილის მემორიალის, „დიდების მემორიალის“ აშენებასა და ნგრევას ეძღვენება.
ბატონმა ზურაბ ხასიამ აღნიშნა, „ჩვენ შეგნებულად გავაკეთეთ ეს ჩვენს მეგობარ საელჩოებს მილოცვის ტექსტთან ერთად გადავეცით „თეთრების“ მიერ გამოცემული წიგნი „დაუჯერებელი სიმართლე“, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალის“ აშენებასა და ნგრევას ეძღვნება
სამწუხაროა, რომ მილოცვასთან ერთად გვიწევს ასეთი შინაარსის წიგნის აგდაცემა, მაგრამ სხვა გზაც არ არის დღეს საქართველოს ხელისუფლებას უაღრესად მძიმე განწყობა აქვს ჩვენი წარსულის ამსახველი ისტორიული ძეგლების მიმართ. აღარ არსებობს დიდების მემორიალი, ნანგრევებად იქცა სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები“.
„თეთრების“ პრეს-ცენტრი
2012 წლის 9 მაისი
p.s თეთრების ვებ.გვერდზე განთავსებულია დიდების მემორიალის ნგრევის ამსახველი მასალები.
გთხოვთ, ნახოთ ეს მასალები და დარწმუნდეთ თანამედროვე ფაშიზმში.


Комментариев нет:
Отправить комментарий