понедельник, 14 мая 2012 г.

ეს მართლა ყველამ უნდა ნახოს.


12 მაისი 2012

შეიხებზე მიყიდული საქართველო და შეიხებზე მდიდარი ხელისუფალნი საქართველოში
ნახეთ, როგორ ცხოვრობენ ყველაზე „ღარიბი“ „ნაციონალები“

ნახეთ ეს მასალა და დარწმუნდებით, რომ საქართველოს ხელისუფალნი ცხოვრობენ უკეთ, ვიდრე არაბი შეიხები.
http://www.tetrebi.org/?p=6875 ეს კაცი დღეს სასამართლოს თავმჯდომარეა. პირდაპირ ვთქვათ, ყველაზე ღარიბი დღევანდელ ხელისუფლებაში.
ნახეთ, ეს „ღარიბი“ როგორ ცხოვრობს და რა სამართალი იქნება იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლოს ასეთი პიროვნება უდგას სათავეში.
გაითვალისწინეთ, ასეთივე სახლი აქვს მიმდებარე ტერიტორიაზე მის ძმას, რომელიც პრაქტიკულად „ნაცების“ მთავარი იდეოლოგია. ალბათ ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს, რომ ერთი ძმა პარლამენტში იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობს, ანუ მთავარი კანონშემომქმედია, ხოლო მეორე ძმა ამ კანონების მიხედვით ასამართლებს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მათ უდიდესი ბიზნესი აქვთ ხელში და ტყიბულს პრაქტიკულად მათი დედ-მამა  განაგებენ.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ მამა ამ ხელისუფლებისაგან შერისხული და რუსეთის კგბ-ს აგენტად აღიარებული იგორ გიორგაძის მამის, პანტელეიმონ გიორგაძის კომუნისტური პარტიის  ტყიბულის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დოკუმენტური ფილმი „კუბლაშვილის საჩუქრები“ ნახოს რაც შეიძლება მეტმა „ნაციონალმა“, ამ ხელისუფლების მხარდამჭერმა. აქვე ვთავაზობ ნახონ, ჩემი ქონებრივი დეკლარაცია და ხელწერილი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე ამ ტიპის ხელწერილს 1997 წლიდან ვაქვეყნებ და ამ დროიდან მოყოლებული ვთხოვ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საერთოდ „მოქკავშირის“ ყოფილ და „ნაცმოძრაობის“ დღევანდელ ლიდერებს, გამოაქვეყნონ ასეთივე ხელწერილები.
ხაზგასმით ვამბობ: ჩვენს ოჯახს მამა-პაპისეულს გარდა დედამიწის ზურგზე არაფერი გააჩნია, ჩემი თანამდებობაზე მისვლის დღიდან (1985წ) აბსოლუტურად არაფერი შემატებია   და თუ ვინმე რაიმეს აღმოაჩენს, გადავცემ საჩუქრად როგორც ამას ხელწერილში ვადასტურებ.

მე არ მიკვირს, რატომ ცხოვრობენ ასე მდიდრულად დღევანდელი ხელისუფალნი – მათ ხომ საქართველო ჯერ ნულოვან აუქციონზე გაყიდეს, დღეს კი სიმბოლურ ერთ ლარად ყიდიან თურქ, არაბ, ირანელ ბიზნესმენებზე. ესეც არჩევნებისთვის მზადებაა, ერთ ლარად მიყიდულის უკან  მილიონები მიდის „ნაციონალების“ საარჩევნო ყულაბაში და „ნაციონალების“ ოჯახებში.
დიდი ქართული გამოფხიზლებაა საჭირო „ნაციონალური“ ჭირისაგან  საქართველოს დახსნისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий